მადრიდის რეალის მთავარ ვარსკვლავს კილიან მბაპეს გამოკვლვევა ჩაუტარდა და ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
2026 წელი მბაპესთვის ცუდად იწყება, რადგან ფრანგი თავდამსხმელი კლუბს დაახლოებით 3 კვირით ვერ დაეხმარება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მბაპე ესპანეთის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებს, სადაც რეალი ატლეტიკოს 8 იანვარს დაუპირისპირდება.
არადა, მბაპე საოცარ ფორმაშია და ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.









