ნიუკასლიდან გოლების გატანა ჯეიკობ მერფიმ, ლუის მაილიმ და ალექსანდერ ისაკმა მოახერხეს. შვედმა ფორვარდმა ნოტინგემს დუბლი შეუსრულა, რითაც 19 გოლს მოუყარა თავი. რაც შეეხება ფორესტიდან გოლების ავტორებს, ნიკ პოუპის კარი კალუმ ჰადსონ-ოდოიმ, ნიკოლა მილენკოვიჩმა და რაიან იეიტსმა აიღეს.
ნიუკასლმა ამ გამარჯვების შემდეგ 44 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ნუნუ ეშპირიტუ სანტუშის გუნდს, ნოტინგემი 47 ქულით, მე-3 პოზიციაზე დარჩა.









