პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მორიგი მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალი-ვულვზის დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ მიკელ არტეტას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, "მეთოფეებს" 3 ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდათ.
შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მეორე ტაიმში მოხდა, რა დროსაც 70-ე წუთზე ჯერ არსენალი დაწინაურა, რასაც შემდგომში ვულვზის 90-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 94-ე წუთზე ბუკაიო საკას ჩაწოდებას იერსონ მოსკერას ავტოგოლი მოჰყვა, რითაც არსენალმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა!
"მეთოფეებმა" ამ გამარჯვებით 36 ქულა მოაგროვეს და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. რაც შეეხება ვულვზს, "მგლები" 2 ქულით, ბოლო, მე-20 პოზიციაზე დარჩნენ.
არსენალი 2-1 ვულვზი
გოლი: 1-0 სემ ჯონსტოუნი (ს.კ.) 70', 1-1 ტოლუ აროკოდარე 90', 2-1 იერსონ მოსკერა (ს.კ.) 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









