პრემიერ ლიგის 26-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი სთედიუმ ოფ ლაითზე გაიმართა, სადაც სანდერლენდმა ლივერპულს უმასპინძლა.
იმის მიუხედავად, რომ სანდერლენდმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს არაფერი დაუთმო, ლივერპულმა მაინც მოახერხა და მძიმე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 42 ქულა მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება სანდერლენდს, "შავი კატები" 36 ქულით, მე-11 პოზიციაზე დარჩნენ.
სანდერლენდი 0-1 ლივერპული
გოლი: 0-1 ვირჯილ ვან დაიკი 61'.
მატჩის მიმოხილვა









