სერია A-ს მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ნაპოლის საოცრად დაძაბული დაპირისპირება იხილა.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა დატოვეს.
ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა კრისტიან პულისიკმა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
"როსონერი" ამ გამარჯვების შემდეგ 12 ქულას აგროვებს და ნაპოლის უთანაბრდება. მაქს ალეგრის გუნდი საჩემპიონო რბოლაში ჩაება!
მილანი 2-1 ნაპოლი
გოლები: 1-0 ალექსის სალმაკერსი 3', 2-0 კრისტიან პულისიკი 31', 2-1 კევინ დე ბრუინი (პენ.) 60'.
მატჩის მიმოხილვა









