სერია A-ში მორიგი გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც მაყურებელმა კომოსა და მილანის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ სესკ ფაბრეგასის გუნდმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა, მაქს ალეგრის შეგირდებმა მოახერხეს და სახლში უმნიშვნელოვანესი 3 ქულით დაბრუნდნენ.
მილანმა ამ გამარჯვებით 43 ქულა მოაგროვა, რითაც თანაქალაქელ ინტერთან ჩამორჩენა კვლავ 3 ქულამდე შეამცირა.
კომო 1-3 მილანი
გოლები: 1-0 მარკ-ოლივერ კემპი 10', 1-1 კრისტოფერ ნკუნკუ (პენ.) 45', 1-2 ადრიენ რაბიო 55', 1-3 ადრიენ რაბიო 88'.
მატჩის მიმოხილვა









