საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული შეხვედრა ლორიანსა და პსჟ-ს შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.
62-ე წუთზე, ტრავმის გამო მოედანი პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დეზირე დუემ დატოვა. როგორც ჩანს, დუეს ტრავმა მძიმეა.
"ჯერ არ ვიცი, რა სიმძიმისაა დუეს ტრავმა, თუმცა იმ მომენტში მძიმე სანახავი იყო", - განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.
მოგეხსენებათ, დუემ ტრავმა ახლახანს მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა, თუმცა წინასწარი ცნობით, მისი სრულფასოვანი დაბრუნება კიდევ დიდი ხნით გადაიდება.









