ნაპოლის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, გუნდის კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს მარცხენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.
პირველადი ინფორმაციით, 32 წლის იტალიელი ფეხბურთელი მინიმუმ 2 თვეს იუქმებს, მოედანზე დაბრუნებას კი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის მიწურულს შეძლებს.
შეგახსენებთ, ნაპოლიში სერიოზული საკადრო პრობლემებია. ჯოვანი დი ლორენცოს გარდა ანტონიო კონტეს განკარგულებაში ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, კევინ დე ბრუინი, ბილი გილმორი, დავიდ ნერესი, მატეო პოლიტანო და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისაც არ არიან.









