ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც თავის გუნდს ოფიციალურ მატჩებში პირველად უკაპიტნა.
ამ დიდ პასუხსიმგებლობას მამარდამ თავი კარგად გაართვა და დამაჯერებელი იყო, ბოლო წუთზე კი მეტოქის მიერ ცუდად დარტყმული პენალტიც მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგაში კარი ზედიზედ მეხუთედ შეინახა, ზოგადად კი ამ სეზონში მე-12 გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება ვალენსიას, მამარდაშვილის გუნდს 31 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.











