აღნიშნული ტურის MVP ტენერიფეს ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი გახდა. 34 წლის კალათბურთელმა 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP-ის სტატუსი კარიერაში მეოცედ მოიპოვა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია - მან არვიდას საბონისის და ლუ როს რეკორდი მოხსნა.
25 ტურის შემდეგ, ლენოვო ტენერიფეს 30 ქულა აქვს, მე-6 ადგილზე იმყოფება და ლიდერს, მადრიდის რეალს 14 ქულით ჩამორჩება.










