ზედიზედ მეხუთე მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე შეჯიბრებაზე ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) ფინალში ნეიტრალური დროშით, IJF-ის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვს დაუპირიპირდა, დამატებით დროში წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა წარბის ტრავმით იასპარეზა.
ფინალამდე ტატომ 4 შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დაპირისპირებაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ვედატ ალბაირაქს (ვანო რევაზიშვილი) სძლია, შემდეგ ბულგარელი გრამატიკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბელგიელ კასეს მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევი დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2021 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2022, 2023, და 2024 წლებში კი ჩემპიონობა იზეიმა.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან ეთერ ასკილაშვილმა (-63 კგ.) და ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ.) იასპარეზეს. ასკილაშვილი პირველ შეხვედრაში ჩინელ ჯინ ტანგთან დამარცხდა. ზაურ დვალაშვილმა კი მერვედფინალში დომინიკელ მედიქსონ კორტორეალთან დამატებით დროში წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო, ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი, დღეს კი ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთაგან -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთაგან -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. შეჯიბრება თბილისის დროით, 13:00 საათიდან დაწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









