კატალონიის ბარსელონას პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ ისტორიაში საუკეთესო 5 მეკარე დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ შესნიმ საუკეთესოთა შორის თავისი თავიც შეიყვანა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ხუმრობით იყო.
"ისტორიაში საუკეთესო მეკარეები? -მათ თანმიმდევრობით დავასახელებ - ბუფონი, ლევ იაშინი, მანუელ ნოიერი, პეტრ ჩეხი და მე, რატომაც არა?", - განაცხადა შესნიმ.
მოგეხსენებათ, შესნიმ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი არსენალსა და იუვენტუსში გაატარა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა, თუმცა წელს ბარსელონას შემოთავაზება მიიღო და კარიერის განახლება გადაწყვიტა.









