მეორე ტურში კი საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "ლომების" შეტევაში ვიხილოთ როგორც ფრანგი, ისე ქართველი თავდამსხმელიც. შეგახსენებთ, რომ პიერ სეჟის შეგირდების მეტოქე მონაკო იქნება. ფრანგული კლუბის კაპიტანი დიდი ენთუზიაზმით უყურებს გუნდის ახალწვეულ ფორვარდთან ერთად თამაშის შესაძლებლობას.
"წინ გრძელი სეზონი გველის, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მე და მიქაუტაძე ერთად აუცილებლად ვითამაშებთ. შესაძლოა, ეს უახლოეს ტურშიც მოხდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ჟორჟთან, ისე სხვა ახალწვეულებთანაც საერთო ენის რაც შეიძლება მალე გამონახვა. ის მაღალი დონის ფორვარდია, რაც გასულ სეზონშიც დამტკიცდა.
ქართველმა თავდამსხმელმა ძალიან კარგად ითამაშა როგორც მეცში, ისე ევროპის ჩემპიონატზეც. როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა? - მე უბრალოდ მინდა, რომ ლიონისთვის ბევრი ბურთი გავიტანოთ", - განაცხადა 33 წლის ფორვარდმა.











