"გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. მე ჩემი გეგმა მაქვს, რომელსაც მივყვები. ვიცი რისი გაკეთება მინდა სეზონის ბოლოს.
ხალხის 60% მაინც ჩემი პრემიერ ლიგაში ხილვა სურს და ძირითადად ჭორებს, ინგლისში შესაძლო ტრანსფერზე ავრცელებენ. პრემიერ ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. დიდიე დროგბას გარეშე ვფიქრობ, იქ არ ვიქნებოდი, სადაც დღეს ვარ ან თუნდაც ვერ გავხდებოდი ისეთი ტიპის ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ.
ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, აქ ბედნიერი ვარ და მსურს სეზონი რაც შეიძლება კარგად დავასრულო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი რაც იქნება. ჩემი კარიერისთვის ვიცი რა იქნება სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ვიქტორ ოსიმენმა
ეს ოსიმენის პირველი გამოჩენაა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა. ამჟამად, 25 წლის ფორვარდი, ნიგერიიის ნაკრებთან ერთად, აფრიკის ერთა თასზე ასპარეზობს. "სუპერ არწივებმა" A ჯგუფში 7 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილით 1/8 ფინალში გავიდნენ.









