ნეიმარის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ალ-ჰილალი ვინისიუსს მეგა-კონტრაქტს სთავაზობს. 5-წლიანი კონტრაქტი, რომლის განმავლობაშიც ის 1 მილიარდ ევროს მიიღებს, რაც წელიწადში 200 მილიონი ევროს ტოლფასია.
მეტიც, კლუბი მზადაა, რომ რეალს ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოს 300 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც რეკორდული თანხა იქნება.
მსგავს პირობებზე კლუბის და ფეხბურთელის მხრიდან უარის თქმა რთულია, თუმცა რეალის მიზანი ვინისიუსის კარიერის ბოლომდე შენარჩუნებაა. მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყება.










