ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის.
მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამართა.
კომპონენტები, რაშიც მოსამატებელი აქვს
"ბევრი რამ არის, რაშიც მოსამატებელი მაქვს. რამდენიმე ასპექტის გაუმჯობესება მჭირდება. შემიძლია უფრო მეტი გოლის გატანა და უკეთესი პასების გაკეთება. ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო"
დაცვითი უნარების გაუმჯობესებაზე
"ადრე ორიენტირებული მხოლოდ შეტევაზე ვიყავი, თუმცა მივხვდი, რომ დაცვაში თავისი წვლილი ყველა მოთამაშემ უნდა შეიტანოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და დიდი წვლილი ლუის ენრიკეს მიუძღვის."
ფიზიკურ მომზადებაზე
"ხანგრძლივი სეზონი გვქონდა და ბევრი არ დაგვისვენია. ფორმის სრულად დაბრუნება მარტივი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და ყველა თამაშში მზად ვარ ბოლომდე დასახარჯად"
ლიგა 1-ის დონეზე
"სანამ აქ მოვიდოდი, მეგონა, რომ ლიგა 1-ში თამაში ადვილი იქნებოდა, თუმცა ასე არ ყოფილა. საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა და ტოპ 5-ში აუცილებლად შედის"
კომფორტული პოზიცია
"ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მარცხენა ფლანგზეა, თუმცა უმჯობესია, ბევრ პოზიციაზე თამაში იცოდე. მარჯვენა ფლანგზეც კარგად ვთამაშობ"
მსურს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან შეხვედრა?
"არ ვიცი, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ტურნირზე ყველა მეტოქე ძლიერია და თუ 90 წუთს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, ყველასთან მოგება შეგვიძლია"









