ინგლისის პრემიერ ლიგაში ლივერპული წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. ამჯერად, მერსესაიდელები ბრენტფორდთან 3:2 დამარცხდნენ და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადეს
.სამწუხაროდ, ლივერპულის ეს წარუმატებელი სერია გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას დაემთხვა.
ამის გამო, ლივერპულის გულშემატკივრები ნაწილი ქართველ მეკარეს აკრიტიკებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს შედეგები გუნდის ცუდი თამაშის გამო ხდება.
გთავაზობთ ლივერპულელების გამოხმაურებას გუშინდელი მარცხის შემდეგ
"მამარდაშვილი კარგი მეკარე არ არის, დამაჯერებლობა აკლია"
"ვფიქრობ, მთავარი პრობლემა არა მეკარე, არამედ გუნდის უხარისხო თამაშია"
"საქმე ისე მიდის, რომ ალისონის დაბრუების შემდეგ, მამარდაშვილი ძირითადში ვეაღარ მოხვდება."
"მამარდა ლივერპულის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერ ლიგის სადებიუტო სამი თამაშიდან სამივე წააგო"
"მეკარე ცუდი გვყავს, დაცვა კატასტროფა"
"რატომ არჩიეთ კელეჰერს მამარდაშვილი? - ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო"









