ბოლო ინფორმაციით, მილანი მზადაა მენიოს იგივე ხელფასი შესთავაზოს, რამდენიც რაფა ლეაოს აქვს: ხელზე ასაღები €5 ან 6 მილიონი + €1 ან 2 მილიონი ბონუსი, რაც ჯამში €7 მილიონამდე გამოდის. ლეაოს ხელფასი წელიწადში €5 მილიონს + 2 მილიონი ბონუსებია.
მენიოს აგენტს კი შედარებით მეტი სურს, ხელზე ასაღები €8 მილიონი (ბონუსების გარეშე). თუმცა მხარეების სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს, ამიტომ დიდი შანსია, ფრანგი დათმობაზე წავიდეს. მაიკს მილანის დატოვება არ სურს.
ფრანგ მეკარეს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი €65-70 მილიონია. დიდი ალბათობით, ზაფხულში მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებებს მიიღებს. ბაიერნის და პრემიერლიგური კლუბების ინტერესი რეალურია.











