ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ბარსელონამ ატლეტიკო დაამარცხა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მადრიდული კლუბი გავიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი გააკეთა.
"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. შეგვეძლო მესამე გოლი გაგვეტანა და შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავსულიყავით, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარ კარში გავუშვით."
"ფეხბურთი სწორედ ასეთია — უკეთესად თამაში გვმართებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მენტალიტეტისა და განწყობის თვალსაზრისით, გუნდმა ყველაფერი გაიღო. მათ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს, მაგრამ დასახულ მიზანს უბრალოდ ვერ მივაღწიეთ" — ჰანსი ფლიკი.
მადრიდის ატლეტიკოს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დღეს, არსენალის და სპორტინგის მატჩში გაირკვევა. პირველი დაპირისპირება მეთოფეებს 1-0 აქვთ მოგებული.









