2026 წლის მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"მატჩი ვერ დავიწყეთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და ამან განაპირობა ის შედეგი, რაც პირველ ტაიმში მივიღეთ. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით და მეტოქისთვის არ მიგვეცა შანსები."
"მეორე ტაიმში ხასიათი გამოვავლინეთ და ვეცადეთ, რომ ფრე მაინც დაგვემთავრებინა. ყველამ დავინახეთ, რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა და შემდეგი მატჩში მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ" — ანზორ მექვაბიშვილი.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 7 სექტემბერს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.









