უეფამ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო გოლის ავტორის წოდებისთვის იბრძოლებენ. სიაში არის საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის, გიორგი აბუაშვილის მიერ შეგდებული ბურთი საფრანგეთის კარში.
ფოთის კოლხეთის თავდამსხმელის გარდა, ნომინანტებს შორის არის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის "ჯვაროსნების" დღევანდელი მეტოქის, პორტუგალიის ეროვნული გუნდის ვინგერი, ჯოვანი კენდა. ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ, პირველ და მეორე ადგილებს ოთხი ქულით იყოფენ "მამლები" და პირენეელები, შემდეგ კი 3 ქულით ჩვენი ეროვნული გუნდი მოდის.

![[VIDEO] მეორე ტურის საუკეთესო გოლები - აბუაშვილი ნომინანტებს შორის არის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F4KYVTQyFQvcC0hWRs83q1gaCFKpLLtel.webp&w=3840&q=75)







