"მსაჯებზე ლაპარაკით დავიღალე, მაგრამ ძალიან ბევრი ეშლებათ. თამაში დამაჯერებლად მოვიგეთ. 3 მატჩია ფინალამდე. შემდეგი თამაში ესპანეთთან არის, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთ ვითამაშებთ. ახალ მწვრთნელებს ვერგებით და ვფიქრობ, კარგ შედეგამდე მივალთ.
რაც შეეხება ცენტურიონობას, ამაყი ვარ და მიხარია, ძალიან სიმბოლურია მე-100 თამაშის ჩატარება. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ყველაზე მეტად თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მხრიდან გამოხატული სიყვარული მახარებს. ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს და უმთავრესია. დიდი პატივისცემა და მადლობა ჩემგან ყველას," - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის მორიგ შეხვედრაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 17 თებერვალს არის ჩანიშნული.









