ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუ დე სოუზამ ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და რონალდინიო გაუჩოს შორის საუკეთესო დაასახელა. შეგახსენებთ, პორტუგალიელი ექს-შუახაზელი თავისი კარიერის განმავლობაში სამივე მათგანთან ერთად თამაშობდა.
"რომელ ფეხბურთელს ავირჩევდი ამ სამიდან? მესისა და რონალდუს გვერდით ვთამაშობდი მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ იწყებდნენ, რონალდინიო კი იყო პიკში, ამიტომ, მას დავასახელებ. ზოგადად კი პირველ პოზიციაზე დავაყენებ ლეოს, რადგან ის სრულყოფილი მოთამაშე არის."
შეგახსენებთ, რომ გაუჩომ, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა და არგენტინელმა შემტევმა ერთობლივი ძალებით კატალონიურ გუნდში 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. კრიშტიანუსთან ერთად კი "ბლაუგრანას" ექს-შუახაზელი პორტუგალიის ეროვნულ გუნდში მუნდიალის 1/2 ფინალამდე მივიდა.









