ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბარსელონა საკუთარ მოედანზე ნიუკასლს დაუპირისპირდა და 7:2 გაანადგურა.
კატალონიელთა ლიდერებმა რობერტ ლევანდოვსკიმ და ლამინ იამალმა მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარეს, ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, იამალმა კი ერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ იამალი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კილიან მბაპესთან ერთად, ვინც ამ ტურნირზე 10 გოლიან ნიშნულს მიაღწია.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, პოლონელმა ფორვარდმა ლეო მესის (40) რეკორდი გააუმჯობესა. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგაზე მას უკვე 41 სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია.
ამასთანავე 37 წლის ლევანდოვსკი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დუბლი შეასრულა.









