ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივ ჯერარდმა ის 3 მოთამაშე დაასახელა, რომელთა წინააღმდეგაც თამაში ყოველთვის უჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერარდის სიაში ვერ მოხვდნენ მისი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელები - ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ.
პირველად ჯერარდმა ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე დაასახელა.ჯერარდი ფრანგს 17-ჯერ დაუპირისპირდა, როგორც კლუბის, ასევე ნაკრების შემადგენლობაში, აქედან 10 მატჩი წააგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3 მოიგო.
შემდეგ, ჯერარდმა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი როი კინი აირჩია. ჯერარდი კინის წინააღმდეგ დადებითი ბალანსით გამოირჩევა, 10 შეხვედრიდან 5 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო.
ბოლოს კი ჯერარდის სიაში პატრიკ ვიეირა მოხვდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის დამარცხებაც ლივერპულის ლეგენდამ ბევრჯერ შეძლო. ვიერასა და ჯერარდის 15 დაპირისპირებიდან 7 ინგლისელმა ნახევარმცველმა მოიგო, 5 ფრანგმა, 3 კი ფრედ დასრულდა.









