მაურისიო პოჩეტინომ პარის სენ-ჟერმენში მთავარი მწვრთნელის რანგში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო ლიონელ მესის, ნეიმარ ჟუნიორისა და კილიან მბაპეს შეთამაშება, უბრალოდ პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მას საკმარისი დრო არ მისცა.
"მესის, ნეიმარისა და მბაპეს პარის სენ-ჟერმენში შეთამაშება, შესაძლებელი იყო. მქონდა გარკვეული გეგმა, რომელიც სწორედ ამ ფეხბურთელების გარშემო ტრიალებდა. პირველ სეზონთან შედარებით, ლეო თამაშობდა უკეთესად, რადგან მას ადაპტაცია უკვე გავლილი ჰქონდა.
ჩემი მიზანი იყო არგენტინელი, ბრაზილიელი და ფრანგი შემტევების უკან მყარი ფუნდამენტის შექმნა, ისე, რომ წინ მათ სრული თავისუფლება ჰქონოდათ. არ მომცეს საკმარისი დრო, რადგან ჩემგან სწრაფ შედეგს ითხოვდნენ", - განაცხადა არგენტინელმა დამრიგებელმა.









