ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა.
ნაპოლის წინააღმდეგ მატჩი, 25 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა, რასაც 9 წუთში დოკუს გოლიც მოჰყვა.
აღნიშნული გოლი ჰოლანდისთვის რეკორდული აღმოჩნდა — მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 50 გოლის გატანა ყველაზე ცოტა, 49 მატჩში შეძლო. მანამდე რეკორდი რუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, რომელმაც 62 მატჩში მეტოქეთა კარი 50-ჯერ აიღო.
TOP 10 — ყველაზე სწრაფად გატანილი 50 გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
- ერლინგ ჰოლანდი — 49 მატჩი
- რუდ ვან ნისტელროი — 62 მატჩი
- ლიონელ მესი — 66 მატჩი
- რობერტ ლევანდოვსკი — 77 მატჩი
- კილიან მბაპე — 79 მატჩი
- კარიმ ბენზემა — 88 მატჩი
- კრიშტიანუ რონალდუ — 91 მატჩი
- რაული — 97 მატჩი
- ტიერი ანრი — 103 მატჩი
- ტომას მიულერი — 130 მატჩი









