ცნობილი ხდება, რომ ამ მნიშვნელოვანი მატჩის მთავარი მსაჯი ესპანელი ხოსე მარია სანჩესი იქნება.
17 მარტს, სანჩესმა ლა ლიგის მატჩი განსაჯა, სადაც ერთმანეთს მეტროპოლიტანოზე ატლეტიკო და ბარსელონა შეხვდნენ. 21 მარტს კი სანჩესს დინამო არენაზე ვიხილავთ.
სანჩესი ზემდეტი სიმკაცრით გამოირჩევა და თითქმის ყველა მატჩში, ყვითელ და წითელ ბარათებს არიგებს ხოლმე. მაგალითად, 24 იანვარს, ბილბაოსა და ბარსელონას შეხვედრაში, მან მოთამაშეებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა.









