ლა ლიგის 36-ე ტურში გამართული მატჩი ალავესსა და ვალენსიას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამით "ღამურების" 10-მატჩიან იდაუამრცხებელი სერია შეწყდა.
საოცარი მატჩი ჩაატარა ვალენსაის ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 5 ურთულესი ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ერთადერთი გოლი ალავესმა პენალტით გაიტანა, რომელიც მამარდამ აიკიდა, თუმცა იმდენად ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, მაინც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ვალენსაის 45 ქულა აქვს და ევროტურნირებზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.









