"საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქომაგობდნენ, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენ აქ დავრჩებით და მომდევნო მატჩისთვის ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თბილისში მოვემზადებით" — განაცხადა მიკ ბერნიმ.
ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტებს 19 ივლისს, აშშ-ში დაასრულებს, სადაც ოლ ბლექსს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" კი 13 ივლისს იაპონიას, ხოლო 20 ივლისს ავსტრალიას ესტუმრებიან.
LaGazzetta.ge-ს მხარდამჭერი სარაგბო მატჩზე არის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.











