მატჩი მილანური გუნდისთვის ძალიან კარგად დაიწყო — პირველივე წუთზე გოლის გატანა სანტიაგო ხიმენესმა მოახერხა. აქედან მოყოლებული სერჟიუ კონსეისაუს გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე, მთავარმა არბიტრმა ტეო ერნანდესს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც მილანი 10 კაცით დარჩა. ამ მომენტის შემდეგ იტალიური გუნდისთვის ყველაფერი აირია.
შეხვედრის 73-ე წუთზე ფეინოორდმა ანგარიში გაათაბრა. გოლის გატანა ხულიან კარანცამ მოახერხა, რითაც სტუმრებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა დაიბრუნეს. მატჩის დასრულებამდე მილანმა მეტოქეს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა, ფეინოორდი კი მომდევნო ეტაპზე გავიდა. სტუმრებმა საერთო ჯამში 1-2 გაიმარჯვეს.
ნიდერლანდური გუნდის მეტოქე 1/8 ფინალში ინტერი ან არსენალი იქნება.









