რომა-მილანი 2:1 (3:1)
რომამ მილანთან ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ნახევარფინალის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა. გოლი კვლავ ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა, მეორე ბურთი კი პაულო დიბალას ანგარიშზეა. "ჯალოროსი" შემდეგ ეტაპზე ლევერკუზენის ბაიერს შეხვდება.
ატალანტა-ლივერპული 0:1 (3:1)
მართალია, ლივერპულმა იმარჯვა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პირველი შეხვედრა ატალანტას ანგარიშით 3:0 ჰქონდა მოგებული. ასე დასრულდა იურგენ კლოპის ევროპული თავგადასავალი მერსისაიდელების დამრიგებლის რანგში. ბერგამოელები კი შემდეგ ეტაპზე მარსელის ოლიმპიკსა და ლისაბონის ბენფიკას შორის მოგებულს შეხვდებიან.
ვესტ ჰემი-ლევერკუზენი 1:1 (1:3)
ბუნდესლიგის ახალგამომცხვარი ჩემპიონები კვლავ დაუმარცხებლები არიან. თითქოს, ყველაფერი სეზონის პირველი მარცხისკენ მიდიოდა, თუმცა ლევერკუზენმა 89-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრა. წინ სწორედ გერმანელები გადიან, რომლებიც 1/2 ფინალში რომას შეხვდებიან.
მარსელი-ბენფიკა 1:0 (2:2, პენ. 4:2)
ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა. დაინიშნა დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია, სადაც მარსელმა ბენფიკას აჯობა. ფრანგული გუნდის მეტოქე 1/2 ფინალში ატალანტა იქნება.











