მილანი ტეო ერნანდესის შენარჩუნებაზე მუშაობას იწყებს. "როსონერის" და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. 26 წლის ფრანგ მცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე უგრძელდება, მილანის სურვილია რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება მინიმუმ 2 წლით გახანგრძლივდეს.
ტეოს მიმართ ინტერესს გერმანული ბაიერნი იჩენს. მიუნხენური კლუბი ალფონსო დეივისის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს, მილანის განაპირა მცველი კი მათი პირველი სამიზნეა.
მილანი ფეხბურთელს €100 მილიონამდე აფასებს.