იტალიის დედაქალაქში, სტადიო ოლიმპიკოზე შეკრებილმა მაყურებელმა იტალიის თასის ფინალი იხილა, სადაც ერთმანეთს მილანი და ბოლონია დაუპირისპირდნენ. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა დატოვა, შესაბამისად, ტიტულიც მის გუნდს დარჩა.
ბოლონიამ მეტოქეს ერთადერთი გოლი გაუტანა, ისიც მეორე ტაიმში. თავის გამოჩენა დან ნდოიმ მოახერხა, რომელმაც მილანის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და საკუთარი გუნდის დაწინაურება მოახერხა.
ბოლონიელები იტალიის თასს ისტორიაში მესამეჯერ დაეუფლნენ, რითაც ევროპა ლიგაზე გასვლა გაინაღდეს.
მილანი 0-1 ბოლონია
გოლი: 0-1 დან ნდოი 53'.
მატჩის მიმოხილვა









