La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში, კვარაცხელიასა და ლეაოს შორის დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ - "ბევრს შეიძლება აღარ ახსოვს, მაგრამ წინა სეზონზე გატანილი რამდენიმე გამორჩეული გოლის ავტორები, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო იყვნენ".
"სტადიო მარადონა, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი დაპირისპირება, ხვიჩას პასი ნდომბელეზე, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, რა დროსაც საქმეში რაფა ლეაო ერთვება. პორტუგალიელი იწყებს დრიბლინგს, ჩამოიშორებს ნაპოლის 3 ფეხბურთელს და ჟირუს საგოლე გადაცემას უკეთებს. ბურთი ბადეშია, "როსონერი" კი - ნახევარფინალში. კვირა საღამოს ეს ორი ფეხბურთელი ისევ "ერთად" ითამაშებენ, ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ და ისევ ეცდებიან მოედანზე ლამაზი მომენტების შექმნას. ისინი თამაშში მთავარი "ეჭვმიტანილები" იქნებიან.
"ქართველმა შემტევმა გოლის გატანის გემო ჰელას ვერონასთან გაიხსენა, როდესაც თვენახევრიანი მშრალი სერია შეწყვიტა. კვარას მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლი, საუცხოო სილამაზის აღოჩნდა, ამ გოლმა გუნდს 3 ქულა მოუტანა. რაც შეეხება პორტუგალიელს, მან ისევ ჟირუს გაატანინა, ამჯერად ფროზინონეს წინააღმდეგ. რაფას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა."
Edoardo Riccio © RCS MEDIAGROUP









