მილანი 6.5 - გუნდმა ბევრი მომენტი ვერ შექმნა, მაგრამ თავს კარგად იცავდა. მთავარი შედეგია და მათ 3 ქულა მოიპოვეს.
მენიო 6 - კვარასა და დი ლორენცოს დარტყმულებს მარტივად გაუმკლავდა. დღეს ძელმა ორჯერ იხსნა მისი კარი.
კალაბრია 6 - ტრავმის გამო, მატჩი მალევე დატოვა. დღეს კვარასთან არ მოუწია დაპირისპირება, მაცოკისთან კი სირთულეები არ ჰქონია.
კიაერი 5.5 - როგორც კვარას წინააღმდეგ, ისე სიმეონესთან ბრძოლაში დაიჩაგრა.
გაბია 7 - მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ჯერ კიაერის გვერდით იყო სოლიდური, შემდეგ კი სიმიჩის. ძლიერი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ტეო 7 - "ტურბო-ტეო" დაბრუნდა, გატანილი გოლი და საფირმო გაქცევები.
ადლი 6.5 - მას ბურთთან დიდი დროის გატარება უყვარს. ხანდახან ეს კარგია, ხანდახან კი - ცუდი. კვარასთან ახლოს თამაში მოუწია, დაცვას კარგად ეხმარებოდა.
ბენასერი 6 - დადებითი: რისკავდა, მაგრამ გამოსდიოდა. უარყოფითი: უკან ბურთთან ერთად დიდი დროის გატარება, რასაც ერთხელ შეცდომა მოჰყვა, თუმცა სიმეონემ ამით ვერ ისარგებლა. იქნება მისი დღევანდელი პერფორმანსი რენთან სასტარტოში თამაშის ღირსი?
პულისიკი 5.5 - დღეს მისი დღე არ იყო. ხშირად აღმოჩნდა ბევრი მცველის გარშემო, ბანალური დრიბლინგით კი ფონს ვერ გადიოდა. იყო მცდელობები, მაგრამ არასახიფათო.
ლოფტუს-ჩიკი 6 - კომპლექსური საღამო ჰქონდა. იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, თუმცა ფიზიკის უკეთ გამოყენება შეუძლია.
ლეაო 6.5 - ნაცნობი აქტიურობა - საგოლე გადაცემა, როგორც მას სჩვევია, ჰქონდა კარგი საგოლე მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა, მაგრამ ჰქონდა კარგი დრიბლინგებიც. მას მხოლოდ გოლის გატანა აკლია...
ჟირუ 5.5 - რაჰმანისთან სულ ბრძოლაში იყო, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი შემოგვთავაზა. სუსტი მატჩი ჰქონდა გამოცდილ ფრანგს.
მუსა 6 - დღეს ბევრად უკნიდან მოუწია თამაში. კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც რაფას პასი გაუკეთა. პორტუგალიელს რომ გაეტანა, იუნუსი მნიშვნელოვან ასისტს მიითვლიდა.
ფლორენცი 6.5 - სუპერ შემოსვლა. ბრძოლა, აქტიურობა, რეაქტიულობა. კვარას წინააღმდეგ კარგად წარმოაჩინა თავი. მისი ტექნიკა ისევ ადგილზეა. მისი ნდობა ისევ შეიძლება.
ხიმენესი - შეფასების გარეშე.
იოვიჩი - შეფასების გარეშე.
სიმიჩი 6 - ავტოგოლს გადაურჩა, მაგრამ სხვა შეცდომა არ ჰქონია. თავისი საქმე შეასრულა.
პიოლი 6.5 - აგრესიულად დაიწყო, როგორც ეს საკის მოსწონს ხოლმე. 220 მატჩი და 3 ქულა. საბოლოო ჯამში, მისმა გუნდმა სოლიდური შეხვედრა ჩაატარა.
ნაპოლი 5.5 - უფრო გაბედული ძალისხმევა იყო საჭირო მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის წინ, მაგრამ უშედეგოდ, ჩემპიონმა ცუდი მატჩი ჩაატარა.
გოლინი 6 - ტეომ გოლის მომენტში აჯობა, მაგრამ შემდეგ კარგი "სეივები" შემოგვთავაზა. ლეაოს და ჟირუს აჯობა, მორიგი კარგი მატჩი იყო მისგან.
ჟესუსი 6 - "ძველი ჟესუსი" ფაქტია დაბრუნდა. მისი გამოცდილება სახეზეა, დაცვის ახალი ლიდერი გახდა.
რაჰმანი 6 - ჟირუს წინააღმდეგ კარგად გაისარჯა, თუმცა ჰქონდა სხვა შეცდომები.
ოსტიგორი 5 - გოლის მომენტში პოზიციურად შეცდომა დაუშვა. მილანმა გოლი მისი მხრიდან გაიტანა.
დი ლორენცო 6 - ამ სეზონზე მას ისე ხშირად აღარ უმართლებს, როგორც ეს წინა სეზონზე ხდებოდა.
ჟელინსკი 5 - პირველი "არაოფიციალური" მილანური დერბი. იდეების ნაკლებობა, ის ვნახეთ, რასაც მთელი სეზონი ვუყურებთ.
ლობოტკა 6 - მორიგი სუსტი პერფორმანსი. შუა ხაზში ბურთს ხშირად კარგავდა. დაცვას და ნახევარდაცვას შორის კავშირი ვერ იპოვა.
ანგისა 5.5 - სურვილი და მონდომება ყოველთის არის, მაგრამ ხარისხი მოწოდების სიმაღლეზე არაა. ბურთი ბევრჯერ დაკარგა, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის მიუღებელია.
მაცოკი 6 - პერსონალურად ცუდი მატჩი არ ჰქონდა, ის სხვადასხვა პოზიციაზე თამაშს ეჩვევა.
კვარაცხელია 6.5 - სიმეონეს 100%-იანი მომენტი შეუქმნა. ნაპოლის მხრიდან ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
სიმეონე 5.5 - კვარას პასის შემდეგ გატანა მართებდა, მაგრამ არ გაუმართლა. მცდელობები ამის შემდეგაც არ დააკლო, მაგრამ უშედეგოდ.
რასპადორი 5.5 - ქაოსური შეტევები, შედეგი - ნული.
პოლიტანო 6 - მისმა შემოსვლამ გუნდი ძველ სქემას დაუბრუნა. ჰქონდა ერთი კარგი მომენტი და კვარასთან ერთად შეტევაში მომენტის შექმნას სულ ცდილობდა.
ლინდსტრომი 6 - ცუდად არ შემოსულა. მის აქტიურობას სიმიჩი-ძელის მომენტი მოჰყვა.
ნგონჟე - შეფასების გარეშე.
ოლივეირა - შეფასების გარეშე.
მაძარი 5.5 - მას მილანის მარცხენა ფლანგის განეიტრალება სურდა, მაგრამ გოლი სწორედ ამ მხრიდან გავიდა.
Luca Bianchin and Vincenzo D'Angelo © RCS MEDIAGROUP









