იტალიის თასის 1/16 ფინალის კიდევ ერთი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანი-ლეჩეს დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში "როსონერიმ" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მილანიდან თავის გამოჩენა სანტიაგო ხიმენესმა, კრისტოფერ ნკუნკუმ და კრისტიან პულისიკმა მოახერხეს.
მაქს ალეგრის გუნდი იტალიის თასის 1/8 ფინალში ლაციოს დაუპირისპირდება.
მილანი 3-0 ლეჩე
გოლები: 1-0 სანტიაგო ხიმენესი 20', 2-0 კრისტოფერ ნკუნკუ 51', 3-0 კრისტიან პულისიკი 64'.
მატჩის მიმოხილვა









