ალ-აჰლის ცენტრალური მცველი, მერიჰ დემირალი, შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. ფეხბურთელით დაინტერესებულია მილანი, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე სურს მისი იჯარით აყვანა. არაბული კლუბის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამის გარდა, არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი.
ტრანსფერს ართულებს დემირალის მაღალი ფინანსური მოთხოვნები და მენისკის ტრავმა, რომელიც მან მიმდინარე სეზონზე მიიღო. ამის მიუხედავად, "როსონერის" სატრანსფერო სიაში ის ჯერჯერობით ნომერ პირველი სამიზნეა. თურქეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონზე, ჯედაში, 8 მატჩის ჩატარება და ერთი ბურთის გატანა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ცენტრალურ მცველს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2019 - 2023 წლების შუალედში ის ტურინის იუვენტუსის, ბერგამოს ატალანტასა და სასუოლოს ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან დემირალი თამაშობს თურქეთის ნაკრებშიც, მის ანგარიშზე 41 მატჩში 2 გატანილი ბურთია.
Serie A
მილანი ცენტრალური მცველის ძიებაშია - პირველი კანდიდატი შერჩეულია









