მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ თავის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, "როსონერის" ამჟამინდელ სპეციალისტს ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად 58-წლის დამრიგებელმა გააკეთა:
"ჭორების მოსმენისთვის უკვე საკმაოდ ბებერი ვარ. მილანის ხელმძღვანელობა შეაფასებს ჩემს მუშაობას მიმდინარე სეზონის დასრულებისას და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ კლუბში ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რომ მოთამაშეებისთვის რაღაც სიახლე შემოვიტანო. რა მინდა ყველაზე მეტად?
სეზონის დარჩენილი ნაწილის წარმატებით ჩამთავრება. ვფიქრობ, "როსონერი" ინტერისა და იუვენტუსის დონეს უკვე მიუახლოვდა. რატომ ავღნიშნე ეს ორი კლუბი? კალჩოში ახლა სწორედ ისინი დომინირებენ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და შედეგიც იქნება", - განაცხადა პიოლიმ. შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "შავ-წითლებმა" სტუმრად ფროზინონე დაამარცხეს.









