"როსონერის" მხრიდან თავის გამოჩენა ალვარო მორატამ და ტიჯანი რეინდერსმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ემპოლის დუბლი შეუსრულა.
სტუმარი გუნდის რიგებში 71 წუთი ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელიც ემპოლის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
პაულო ფონსეკას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 22 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება რობერტო დ'ავერსას გუნდს, ემპოლი 16 ქულით, მე-10 პოზიციაზე დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









