სერია A-ს მე-9 ტურის კიდევ ერთი მატჩი ბერგამოში გაიმართა, სადაც ატალანტამ მილანს უმასპინძლა. გუნდები ამ შეხვედრას საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდნენ, შესაბამისად, 90 წუთის განმავლობაში მოედანზე დიდი ბრძოლა ვიხილეთ.
მატჩი კარგად დაიწყო სტუმარმა გუნდმა — სამუელე რიჩიმ "როსონერი" მე-4 წუთზე დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ მილანის საქმეები გართულდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სუსტი შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ატალანტას, მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს, ადემოლა ლუკმენის შესანიშნავი გოლით გაათანაბრეს.
მილანმა ამ მატჩის შემდეგ 18 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში წინსვლა ვერ მოახერხა. სან სიროს ბინადრები მე-3 პოზიციაზე რჩებიან. რაც შეეხება ივან იურიჩის გუნდს, ატალანტამ 13 ქულას მოუყარა თავი, რითაც დროებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ატალანტა 1-1 მილანი
გოლები: 0-1 სამუელე რიჩი 4', 1-1 ადემოლა ლუკმენი 35'.
მატჩის მიმოხილვა









