სერია A-ს 24-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა სან სიროზე, სადაც მაყურებელმა მილანისა და კომოს დაპირისპირება იხილა.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, რის ფონზეც მატჩს ლოგიკური დასასრული ჰქონდა - მილანმა და კომომ ქულები გაიყვეს.
"როსონერის" წაუგებელი სერია გრძელდება, თუმცა დღევანდელი მატჩის შემდეგ ინტერთან ჩამორჩენა უკვე 7 ქულამდე გაიზარდა, რაც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საკმაოდ ბევრია.
მილანი 1-1 კომო
გოლები: 0-1 ნიკო პასი 32', 1-1 რაფაელ ლეაო 64'.
მატჩის მიმოხილვა









