სერია A-ს მე-20 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ფიორენტინასა და მილანის დაპირისპირება იხილა.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს და ერთმანეთს თითო-თითო გოლიც გაუტანეს. იმის მიუხედავად, რომ ფიორენტინა გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაქს ალეგრის გუნდმა მაინც მოახერხა და წაუგებელი სერია 18-მატჩამდე გაახანგრძლივა.
ფიორენტინა 1-1 მილანი
გოლები: 1-0 პიეტრო კომუცო 66', 1-1 კრისტოფერ ნკუნკუ 90'.
მატჩის მიმოხილვა









