სულ რამდენიმე წუთის წინ, მილანმა მომდევნო სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. 2025/26 წლების სეზონის ახალ საშინაო ფორმაში კლასიკური წითელი და შავი ვერტიკალური ზოლები გამდიდრებულია მათში გამავალი ალისფერი შუქებითა და ცეცხლოვანი წითელი გერბით, რაც კლუბის ისტორიული ფესვების თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
მილანის ფეხბურთელები ახალ ფორმას სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში, მონცას წინააღმდეგ მატჩში მოირგებენ.
იხილეთ ფოტოები
იხილეთ ახალი ფორმის პრეზენტაცია









