სერია ა-ს 30-ე ტურში მილანმა საკუთარ კედლებში მიიღო ტორინო, რომელიც ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს ადრიენ რაბიომ, სტრაჰინია პავლოვიჩმა და იუსუფ ფოფანამ. აღსანიშნავია, რომ "გრანატამ" 83-ე წუთზე ჩამორჩენა შეამცირა 1 ბურთამდე, მაგრამ ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ გამოდგა.
"როსონერი" ამ გამარჯვებით აგროვებს 63 ქულას და სერია ა-ს ამჟამინდელ პირველადგილოსანთან, თანაქალაქელ ინტერთან ჩამორჩენას ხუთ ქულამდე ამცირებს. "ნერაძურის" თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია, იტალიის ჩემპიონატის ლიდერს სტუმრად ფლორენციის ფიორენტინა ელოდება.
მილანი 3:2 ტორინო
გოლები: 1:0 სტრაჰინია პავლოვიჩი 36', 1:1 ჯოვანი სიმეონე 44', 2:1 ადრიენ რაბიო 54', 3:1 იუსუფ ფოფანა 55', 3:2 ნიკოლა ვლაშიჩი 83'.









