მილანის მხრიდან თავი ტამი აბრაჰამმა და რაფა ლეაომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა კალიარის დუბლი შეუსრულა. სარდინიელთა მხრიდან გოლების გატანა ნადირ ზორტეამ და გაბრიელე ძაპამ მოახერხეს.
იმის მიუხედავად, რომ მილანმა რეალ მადრიდი დაამარცხა და ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, პაულო ფონსეკას გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და პირველ ადგილს კიდევ უფრო დაშორდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









