მატჩის ერთადერთი გოლი ტიჯანი რეინდერსმა გაიტანა. ნიდერლანდელმა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა პირველი ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე მოახერხა.
მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის გაცვლა მოახერხეს, თუმცა მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს.
"როსონერიმ" ამ გამარჯვების შემდეგ 17 ქულა მოაგროვა და მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა. რაც შეეხება მონცას, ალესანდრო ნესტას გუნდი გასავარდნ ზონაში დარჩა. "წითლები" 8 ქულით, მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









