- მილანის თამაშებს ისევ ადევნებთ თვალყურს?
- რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის ვალდებულების დონეზეა აყვანილი. ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს შავ-წითელი ფერები, მილანი არის ცხოვრება. რთულია ამ ყველაფერს გარედან რომ ვუყურებ, კლუბის სიყვარულს სხვანაირად განვიცდი. მილანში ბევრი რაღაც შეიცვალა და გუნდი ისეთი წარმატებული აღარაა, როგორიც ადრე იყო. წელს რთული სეზონი გამოდის, ბევრმა ტრავმამ პრობლემები გააჩინა. თუ მილანს უნდა რომ ძველი დიდება დაიბრუნოს, ბევრი რაღაცის შეცვლაა საჭირო. თითქმის ყველა პოზიციის გაძლიერება სჭირდებათ. მარტივი არ იქნება ამ პერიოდის გავლა, მაგრამ თუ ისევ სურთ საუკეთესოები იყვნენ, ცვლილებები უნდა დაიწყონ. პიოლის საჭირო კადრები უნდა მოუყვანონ, ის საუკეთესო პირობებში უნდა იყოს, რათა წარმატებას მიაღწიოს.
- რა უნდა იყოს გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში?
- მთავარი მიზანი ოთხეულში დარჩენაა, გუნდმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს. ევროპა ლიგა? - რატომაც არა. მილანს ამ ტურნირის მოგება შეუძლია. მართალია, ტურნირზე ორი ძლიერი მეტოქე ჰყავთ ლევერკუზენის და ლივერპულის სახით, მაგრამ მაინც, მჯერა კლუბს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს.
- ევროპა ლიგის მოგება ამ სეზონს გადაარჩენს?
- 2007 წელს, როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, სეზონი გადავარჩინეთ, ამიტომ ახლაც ვიტყვი, რომ კი, გუნდს ევროპა ლიგის მოგებით სეზონის გადარჩენა შეუძლია. მაგრამ, მიუხედავად ნებისმიერი შედეგისა, ბევრი სამუშაოა საჭირო ძლიერი კლუბის ხელახლა შესაქმნელად. ახლა მილანი ინტერის დონისგან ძალიან შორსაა და ეს სხვაობა უნდა შემცირდეს, იბრადან დაწყებული, ეს არის მენეჯერების მისია.
- რთულია ინტერის ასეთი წარმატების ყურება? გენატრებათ ძველი დღეები, დერბი და მათთან დაპირისპირება?
- დერბი მენატრება, ეს ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი მატჩი არ იყო. ახლაც, როცა ფეხბურთს აღარ ვთამაშობ, დერბის მოახლოება ჩემში დიდ ემოციებს იწვევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერი ახლა ბევრად ძლიერი გუნდია, როგორც ტექნიკურად ისე ფიზიკურადაც, მათ ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. ისინი მხოლოდ სკუდეტოს მოგებას არ გეგმავენ, ფავორიტები ჩემპიონთა ლიგაზეც იქნებიან. მაგრამ, მე მაინც მილანის ფანი ვარ და ჩემთვის ამ კლუბის სიყვარული ყევლაფერს ნიშნავს, ამიტომ არაა მარტივი ინტერის ასეთი წარმატების ყურება.

- პიოლის მილანში მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა?
- ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ მე პიოლი ძლიერ მწვრთნელად მიმაჩნია. მან ეს მხოლოდ სკუდეტოს მოგებით არ დაადასტურა, რთულ პერიოდში გუნდს ულიდერა. მას სჭირდება ძლიერი გუნდი, საუკეთესო პირორებში უნდა უწევდეს მუშაობა, ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად. რთულ მომენტებში კლუბმა ის მარტო არ უნდა დატოვოს.
- ტეო ერნანდესზე რას იტყვით? უნდა შეინარჩუნოს კლუბმა ფეხბურთელი?
- ამას კითხვაც არ უნდა, ტეო გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის ბევრს დარბის, იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს. მას ყველაფერი აქვს რაც თანამედროვე ფლანგის მცველს სჭირდება. ლეაოსთან ერთად ის საუკეთესო დუეტს ქმნის, ყველა მეტოქისთვის ეს ორი ფეხბურთელი დიდ პრობლემას წარმოადგენს. გუნდმა ამ წყვილიდან უნდა დაიწყოს გუნდის შენება, ასეთი ფლანგი ევროპაში ბევრს არ ჰყავს.

- ხედავთ მილანში ლიდერობისა და ავტორიტეტის არარსებობას?
- ამას ვერ "იყიდი", ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში. ახალმოსულ ფეხბურთელს ვერ სთხოვ გახდეს გუნდის ლიდერი და მამოძრავებელი ფეხბურთელი, ასეთ რამეს იბრას ადრე სთხოვდი, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. როდესაც მე მილანში აღმოვჩნდი, ჩემს გვერდით მალდინი, კოსტაკურტა და გატუზო იყვნენ. მივხვდი, რომ გუნდში უამრავი ლიდერი იყო, მათ თითოეული ფეხბურთელის დაცვა შეეძლო, ჩვენ გვყავდა ჩემპიონების გუნდი, სადაც საუკეთესო ატმოსფერო იყო. ახლაც საჭიროა გუნდში ასეთი ატმოსფეროს შექმნა, გამარჯვების მოტანა მხოლოდ ასეთ დროს არის შესაძლებელი. მენეჯერებს წინ დიდი სამუშაო აქვთ, მათ გუნდის გაძლიერებაზე მხოლოდ მოედანზე არ უნდა იფიქრონ, საჭიროა ლიდერები გასახდელშიც.
- ზაფხულში გუნდს ახალი ფორვარდი დასჭირდება, ვის ურჩევდით მილანს?
- ჟირუმ რაც ამ კლუბისთვის გააკეთა, დიდ მადლობას იმსახურებს. მას არ მოუწია იოლ პოზიციაში ყოფნა. როცა ფინანსურად კლუბს არ შეუძლია ჰოლანდის ყიდვა, მათ ვურჩევდი შევჩენკოს მსგავს გარიგებას, მოძებნონ ახალგაზრდა ფორვარდი, რომელსაც ნდობას გამოუცხადებენ. არა, შევა რა თქმა უნდა უკვე ძლიერი ფორვარდი იყო როდესაც მილანში გადავიდა, მაგრამ მას თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოვლენილი ჯერ არ ჰქონდა, მომატება კიდევ შეეძლო. საჭიროა ისეთი ფეხბუთელის მოძებნა, რომელსაც საშუალებას მისცემენ გაიზარდოს მილანის სიყვარულით, რომელსაც დიდ ნდობას გამოუცხადებენ და მის ირგვლივ ააშენებენ შეტევას.
- ხვიჩა კვარაცხელია? მასზე რას გვეტყოდით?
- დიდი იმედი მაქვს ხვიჩას ტოპ კლუბში მალე ვიხილავ. ისეთ გუნდს იმსახურებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, ის საოცარი ფეხბურთელია. რეალ მადრიდი ან თუნდაც მილანი... კი მას "როსონერიში" დიდი სიამოვნებით ვიხილავდი (იცინის).

Filippo Conticello © RCS MEDIAGROUP












