"მილანში თამაში ყველას უნდა. აქ დარჩენა ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს, თუ როგორ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი. სკუდეტოს მოგების შემდეგ გავაცნობიერე, როგორი სასიამოვნო შეიძლება იყოს კოლექტიური გამარჯვება."
"კონტრაქტის გახანგრძლივება პირველივე დღიდან მსურდა, ფული პრობლემა არასდროს ყოფილა, მილანის პროექტში ეჭვი არასდროს შემიტანია. რა თქმა უნდა, ბევრი დეტალი იყო მოსაგვარებელი, მაგრამ ჩემი ფიქრები ყოველთვის ნათელი იყო, სულ ვიცოდი რა მინდოდა. აქ გუნდის სიყვარულის გამო დავრჩი."
რაფამ იმ ფინანსურ პრობელმაზეც ისაუბრა, რომელიც სპორტინგიდან ლილში ტრანსფერის დროს შეექმნა:
"იტალიური კანონმდებლობის თანახმად, ახლა საბოლოოდ გავთავისუფლდი ჩემზე დაკისრებული ვალისაგან. ამის გამოც მსურს მადლობის გადახდა მილანისთვის, რომელიც რთულ პერიოდში ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა ჯორჯო ფურლანისაც. ის ძალიან კარგი ადამიანია და ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ. ჯორჯო სულ ცდილობს, რომ პორტუგალიურად მესაუბროს. მადლობა მინდა გადავუხადო ჯერი კარდინალესაც. როდესაც მას ვნახულობ, მუდმივად ცდილობს ჩემთან გამოლაპარაკებას, ვგრძნობ რომ ვუყვარხარ და ამ კლუბში ჩემი ყოფნა ახარებს. ვიცი, რომ მილანში ჩემი დარჩენა უნდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს."

ლეაომ საკუთარ წიგნში, მილანის ლეგენდაზე და კლუბის ყოფილ დირექტორზე, პაოლო მალდინიზეც ისაუბრა:
"ბევრი ამბობდა, რომ ის ჩემთვის "მეორე მამა" იყო. ადამიანებს ასეთი აკვიატებები აქვთ, ცდილობენ დიდი პიროვნებები დააკავშირონ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და მათი თვისებები ამა თუ იმ მოთამაშეს მიაწერონ. ჩემთვის პაოლო "მეორე მამა" არ ყოფილა, მაგრამ მის გარეშე ისეთი ადამიანი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. პაოლოს გარეშე სკუდეტოს ვერ მოვიგებდით. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიყავი, ყოველთვის მამხნევებდა და ჩემი იმედი ჰქონდა. შემდეგ მან მილანი დატოვა... სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რეალურად რა მოხდა. ერთი რაც ვიცი ისაა, რომ მისი წასვლით ყველამ შოკი მივიღეთ."









