მაქსიმილიანი შვედური ჰამარბის აღზრდილია, 2022 წლიდან კი მილანის ასაკობრივ გუნდებში ირიცხდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ზლატანის უფროსმა ვაჟმა ითამაშა მილანის 17, 18 და 19-წლამდე გუნდებში. მაქსს ხშირად ეძახდნენ პირველი გუნდის ვარჯიშებზეც, იმ დროს, როდესაც მისი მამა ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობდა.

მილანმა მეორე გუნდის შექმნა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. იტალიაში მსგავსი პროექტი იუვენტუსსა და ატალანტასაც აქვთ და მოსალოდნელია, რომ სხვა დიდი გუნდებიც დაიწყებენ მალე მეორე გუნდების დამატებას.









